loader

ქმართან ჩხუბის შემდეგ ქალმა 6 თვის შვილი მიწაზე დააგდო და წიხლებით ცემით დაიმუქრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქმართან ჩხუბის შემდეგ ქალმა 6 თვის შვილი მიწაზე დააგდო და წიხლებით ცემით დაიმუქრა

შოკისმომგვრელი ვიდეოს გამოძიება, რომელიც ინტერნეტში ნოგინსკის მცხოვრებმა განათავსა, უკვე დაიწყეს პოლიციელებმა. ვიაჩესლავ სამოილოვმა კამერით ცოლთან ჩხუბი გადაიღო, რომელშიც ყველაზე მეტად მათი მცირეწლოვანი შვილი დაზარალდა. ქალმა ბავშვი ძირს დააგდო, ხოლო მისმა მეუღლემ, იმის ნაცვლად, რომ ბავშვი ხელში აეყვანა, მომხდარის გადაღება დაიწყო.

მამაკაცი უკვე მოუყვა პოლიციელებს, თუ რა მოხდა იმ დღეს. სეირნობის დროს მან მეუღლის ტელეფონი აიღო, რამაც ქალი გააბრაზა. სამაგიეროს გადახდის მიზნით მან 6 თვის ქალიშვილი ეტლიდან ამოიყვანა და ძირს დააგდო. როგორც ჩვილი ვიკას დედამ პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, სლავამ ეჭვიანობა და მისი ცემა დაიწყო. თავად ქალი თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

სანამ საქმე განიხილება, ბავშვი დედას დაუბრუნეს, თუმცა შესაძლოა, მას დედობის უფლება ჩამოართვან.