loader

"ფორსაჟის" ექვსი სერიის ყველა ავარია ერთ ვიდეოში გააერთიანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფორსაჟის" ექვსი სერიის ყველა ავარია ერთ ვიდეოში გააერთიანეს

გამოცემა Supercompressor-მა კინოფილმ "ფორსაჟის" ექვსივე ნაწილის ყველა ავარიის ვიდეოკრებული მოამზადა. 4-წუთიან ვიდეოში 110 ავარია მოხვდა.

"ფორსაჟის" პირველი ნაწილი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა, ბოლო, რიგით მეშვიდე კი - წელს, გაზაფხულზე. მთელი ამ დროის განმავლობაში სტუდია Universal-ის პროექტმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 3,5 მლრდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ბოლო ფილმმა კი, რომელშიც 2013 წელს დაღუპული მსახიობი პოლ უოკერი მონაწილეობს, სულ რაღაც 17 დღეში მილიარდი დოლარი მოაგროვა.