მაშველმა ფანჯარაზე შემომჯდარი თვითმკვლელი ქალი სასტიკი მეთოდით გადაარჩინა
ბრაზილიელმა მაშველმა სიკვდილს გადაარჩინა ქალი, რომელიც მაღალსართულიანი შენობის ფანჯრიდან გადახტომას აპირებდა. მართალია, მან ქალის გადარჩენა ცოტათი მტკივნეული მეთოდით მოახერხა: მეხანძრე ზედა სართულიდან დაეშვა, ქალს წიხლი ჰკრა და უკან, ბინაში შეაგდო.