სკანდალი - დაპირისპირება ”გარიგება 2”-ის გამო
მსახიობი გოგა პიპინაშვილი ფილმიდან ”გარიგება 20 წლის შემდეგ” მისი ფოტოსურათების ამოღებას ითხოვს, ხოლო პროდიუსერ დავით ბეჟიტაშვილს ავანტურაში ადანაშაულებს.
როგორც გოგა პიპინაშვილმა განაცხადა, ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მისი სახელი და გვარი, ან მის პიროვნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა ფილმში ”გარიგება 20 წლის შემდეგ” დაფიქსირებულიყო.
მისივე თქმით, პირობა დაირღვა და ამისთვის ფილმის პროდიუსერ დავით ბეჟიტაშვილს "ადამიანურად დასჯის".
”სცენარის პირველივე გვერდიდან მივხვდი, რომ ბევრი რამ დასახვეწი იყო. თავიდან პროდიუსერთან სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, რომ ამ ფილმში ვითამშებდი და ანაზღაურებაზეც შევთანხმდით. შემდეგ როგორც კი გადავხედე სცენარს, ამ ფილმზე უარი ვთქვი. მოვითხოვ, ფილმიდან ამოიღონ ის ეპიზოდი, სადაც ჩემი ფოტო ჩანს. ამით ფილმს არაფერი დააკლდება. ”ვაი პროდიუსერი” დავით ბეჟიტაშვილი თავიდანვე მყავდა გაფრთხილებული, რომ ჩემს სახელს ამ ფილმთან საერთო არაფერი ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მე მას ადამიანურად დავსჯი”,-განაცხადა გოგა პიპინაშვილმა.
მისივე განმარტებით, ”ადამიანური დასჯა” გულისხმობს იმას, რომ ის თავის კოლეგებს რეკომენდაციას გაუწევს, არ ითანამშრომლონ დავით ბეჟიტაშვილთან.
გოგა პიპინაშვილის თქმით, როდესაც ფილმს რეკლამა უკეთდებოდა, არსად დაფიქსირებულა, თუ ვინ ითამაშებდა მიტოს როლს, რამაც მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა და ეს პროდიუსერის მხრიდან ავანტურა იყო.