კალიფორნიაში 85 წლის ქალს მანქანამ დაარტყა, მძღოლმა მსხვერპლს დახედა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
22 აპრილს კალიფორნიაში, კაფესთან პარკირების დროს, "Dodge"-ის მძღოლმა 85 წლის ქალს დაარტყა, რის შედეგადაც მოხუცმა თავის ტრავმა მიიღო. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ეჭვმიტანილი და მისი თანამგზავრი მანქანიდან მაშინვე გადმოვიდნენ, მსხვერპლს დახედეს, შემდეგ ეჭვმიტანილმა მგზავრს ანიშნა, რომ უკან, მანქანაში ჩამსხდარიყვნენ და შემთხვევის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს. პოლიციამ მათზე ძებნა გამოაცხადა.