ნახევრად შიშველი ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე - ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, კიმ კარდაშიანი...
4 მაისს, მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიება - Met Gala 2015 გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ორიგინალური თემატიკა აირჩიეს - "ჩინეთის ჩურჩული: აღმოსავლური ზღაპრები ხელოვნებაში, კინოსა და მოდაში".
წითელ ხალიჩაზე შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ამჯერადაც ულამაზესი კაბები მოირგეს, მაგრამ ბიონსეს Givenchy-ს გამჭვირვალე კაბით გამოჩენამ ფუროფი მოახდინა. მთლიანად გამჭვირვალე კაბა ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი და მხოლოდ რამდენიმე ადგილას ფარავდა მომღერლის სხეულს.
კიმ კარდაშიანმა Roberto Cavalli-ს კაბაზე შეაჩერა არჩევანი. მისი კაბაც ნაწილობრივ უფარავდა ვარსკვლავს მრგვალ ფორმებს. რიანა წითელ ხალიჩაზე ჩინელი დიზაინერის, გუო პეის გრძელშლეიფიანი ყვითელი კაბით გამოჩნდა. ჯენიფერ ლოპესმა კი წითელ ხალიჩაზე Versace-ს სექსუალური კაბით იპოზიორა.