loader

საგამოცდო ტესტები პოლიციის შენობებში განთავსდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგამოცდო ტესტები პოლიციის შენობებში განთავსდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში განათავსდება. ტრანსპორტირების პროცესი უკვე დაწყებულია.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალურ ცენტრებში შეინახება.შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური ინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, უმაღლეს დონეზე იყოს უზრუნველყოფილი ტესტების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა",-განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ტესტები ბრიტანულმა კომპანია "სტივენ ოსტინმა" დაბეჭდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საქართველოს მასშტაბით 15 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდები 30 ივნისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.