loader

U2-ს გიტარისტი სცენიდან გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

U2-ს გიტარისტი სცენიდან გადმოვარდა

ირლანდიური ჯგუფის U2-ს გიტარისტი დევიდ ევანსი, ცნობილი როგორც ეჯი (Edge), ვანკუვერში კონცერტის დროს სცენიდან გადმოვარა.
ინციდენტი სიმღერა I Still Haven't Found What I'm Looking For-ის შესრულების დროს მოხდა. გიტარაზე დაკვრისას 53 წლის ეჯი მთავარი სცენისა და გვერდითი ფრთის შემაერთებელი პოდიუმის კიდეზე დადიოდა ფეხი დაუცდა დ გადმოვარდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუსიკოსს წამოდგომაში დაეხმარნენ, რის შემდეგაც მან წარმოდგენა გააგრძელა.

მოგვიანებით Instagram-ში ეჯმა გადმოვარდნისას დაკაწრული ხელის ფოტო გამოაქვეყნა და დააკომენტარა, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს.