loader

რას ამბობს ქორწილამდე 1 თვით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ჩეჩენი პატარძალი, რომელიც 30 წლით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ქორწილამდე 1 თვით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ჩეჩენი პატარძალი, რომელიც 30 წლით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს

ჩეჩენი პატარძალი, რომლის ქორწილის ვიდეომ არამხოლოდ რუსული მედია, ქართული ინტერნეტსივრცეც აალაპარაკა 17 წლის ლუიზა გოილაბიევაა. ეს ინტერვიუ ლუიზასთან რუსულმა სააგენტო LIFENEWS-მა ქორწილამდე ერთი თვით ადრე ჩაწერა. არასრულწლოვან გოგონას გვერდით დედა უზის და ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხებს ჩუმად კარნახობს.

16 მაისს გროზნოში ჩეჩნეთის ადმინისტრაციული რაიონის ნოჟაი-იურტოვკის პოლიციის მაღალჩინოსანი და რამზან კადიროვის ახლო მეგობარი 47 წლის ნაჟუდ გუჩიგოვი 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე დაქორწინდა. ლუიზა ნაჟუდის მეორე ცოლია, პირველი ცოლისგან პოლიციელს ახალშერთულ ცოლზე უფროსი ვაჟი ჰყავს.
წყვილის მდიდრულ ქორწილში რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმაც მოილხინა. მან ლუიზასა და ნაჟუზიდის ქორწილს "ათასწლეულის დღესასწაული" უწოდა.

ასევე იხილეთ: "ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში: 17 წლის პატარძალი, ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა"