თინა ხიდაშელი აგვისტოს ომში და სამშვიდობო ოპერაციების დროს დაჭრილ ჯარისკაცებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აგვისტოს ომში და სამშვიდობო ოპერაციების დროს დაჭრილ ჯარისკაცებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი თვის განმავლობაში შემუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის მეომრების პრობლემების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს უწყებაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნა, რომელიც უშუალოდ ამ კატეგორიის მეომართა საკითხებზე იმუშავებს.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს უწყებაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნა, რომელიც უშუალოდ ამ კატეგორიის მეომართა საკითხებზე იმუშავებს.