loader

ამაზონის ჯუნგლებში ინდიელების უცნობი ტომი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაზონის ჯუნგლებში ინდიელების უცნობი ტომი აღმოაჩინეს

ამაზონის ჯუნგლებში ინდიელების აქამდე უცნობი ტომი აღმოაჩინეს. დაახლოებით 200-კაციანი ჯგუფის არსებობის პირველი ნიშნები თანამგზავრიდან შენიშნეს.

ამჟამად აღმოჩენილი ტომის წევრები ჩალით დახურულ სახლებში ცხოვრობენ. ინდიელები დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობით: მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, ბანანი და სხვა კულტურები. წინასწარი დასკვნებით, ეს ტომი პანოსენოვან ჯგუფს მიეკუთვნება.

თავდაპირველად ბრაზილია-პერუს საზღვარზე ტყეში გაკაფული ზონა შენიშნეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ აქ ადამიანები ცხოვრობდნენ.

ტომის არსებობა დაადასტურა აპრილში ამ რაიონში გაგზავნილმა საჰაერო ექსპედიციამ. ინდიელები თვითმფრინავიდან გადაიღეს, რათა ტომის ყოველდღიურ ცხოვრებაში არეულობა არ შეეტანათ.

ბრაზილიის ინდიელთა ნაციონალური საზოგადოება (FUNAI) იზოლირებული ტომების გადასაღებად ტრადიციულ საფრენ აპარატებს იყენებს. ამჟამად, ამაზონის ჯუნგლებში ცივილიზაციას მოწყვეტილი სულ 68 ჯგუფია აღმოჩენილი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე