loader

ქართველი ექთნის ერთი დღე - ვიდეორგოლი, რომლის ნახვისას ძნელია ცრემლი შეიკავო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ექთნის ერთი დღე - ვიდეორგოლი, რომლის ნახვისას ძნელია ცრემლი შეიკავო

კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ფეისბუქის პირად გვერდზე, ქართველი მოხუცების შესახებ ამაღელვებელი ვიდეო განათავსა, მისი საქველმოქმედო ფონდი საქართველოში მათ სრულიად უფასოდ უწევს დახმარებას. ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში ანხორციელებს ყველაზე მასშტაბურ პროექტს, შინმოვლის სახით, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად უფასო დახმარებას 500 მდე სოციალურად დაუცველი ქართველი მოხუცი იღებს. მათ ფონდი ეხმარება უფასო ექთნის მომსახურებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით.

"არ შემეძლო ეს ვიდეო, რომელსაც უკვე არაერთხელ ვუყურე, არ გამეზიარებინა ჩემი მეგობრების და საზოგადოებისთვის. ბედნიერი ვარ , რომ მაქვს საშუალება საქართველოშიც დავეხმარო ამ უკიდურესად გაჭირვებულ მოხუცებს, ისვე როგორც ამას ჩემს მშობლიურ ქალაქში-კიევში ვაკეთებ. მადლობელი ვარ ექთნების და მთლიანად პერსონალის, ჩემი ფონდის პრეზიდენტის, იმისათვის რომ ისინი ასეთ რთულ საქმეს აკეთებენ" - წერს ჩერნოვეცკი

ჩერნოვეცკის ფონდის პროექტი "შინმოვლა", რომელიც დღეში 500 სოციალურად უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოხუცს უწევს უფასო ექთნის მომსახურებას, უზრუნველყოფს მედიკამენტებით და საკვებით. პროექტი მუდმივად მზარდია და წლის ბოლოს დღეში საქართველოს 1000 მოქალაქეს დაეხმარება.