მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - კურტ კობეინის იდუმალებით მოცულ სიკვდილზე დოკუმენტური ფილმი გამოდის
Soaked in Bleach - ასე ჰქვია ახალ კრიმინალურ დოკუმენტურ ფილმს, რომლის რეჟისორი ბენჯამინ სტეიტლერია. ფილმი მოგვითხრობს ტომი გრანტის (პირადი გამომძიებელი, რომელიც 1994 წელს კორტნი ლავმა დაიქირავა, რათა მას მისი დაკარგული ქმარი, კურტ კობეინი ეპოვა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში მუსიკოსის გვამი სიეტლში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს) თვალით დანახულ კურტ კობეინის სიკვდილზე. კობეინის სიკვდილი პოლიციამ თვითმკვლელობად გამოაცხადა, მაგრამ ეჭვები, რომ ის შეიძლება მოკლული იყოს, 20 წელია არსებობს.