loader

I ❤ Odessa - ვიდეო მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქიდან" და ბედნიერი უკრაინელების კომენტარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

I ❤ Odessa - ვიდეო მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქიდან" და ბედნიერი უკრაინელების კომენტარები

გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ექსპრეზიდენტს ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგენს, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე ვიდეოპოსტით გამოეხმაურა. "I ❤ Odessa" - ასეთი კომენტარით გააზიარა უკრაინის პრეზიდენტის ქართველმა მრჩეველმა საკუთარ გვერდზე სიმღერა ოდესაზე - Шаланды полные кефали.

"ოდესას გაუმართლა, მიხეილ სუპერ!" "ოდესას უყვარხართ, ჩვენ თქვენი გვჯერა!" ჩვენი ქალაქი გელოდებათ, წარმატებებს გისურვებთ რთულ გზაზე" - წერენ ახალი ამბით გახარებული უკრაინელები ვიდეოს ომენტრებში.

როგორც მოსალოდნელია, ოდესის გუბერნატორის პოსტზე ახალ კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტი დღეს შუადღით წარადგენს.

ასევე იხილეთ: "დიდება სააკაშვილს" - ექსპრეზიდენტი უკრაინულ სამოსში და ფოტოს გადასაღებად რიგში ჩამდგარი ოდესელები