საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატარებს ბავშვთა დღე მიულოცეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებთან ერთად "მზიურში" აღნიშნა.
ქვეყნის პირველი პირი მეუღლესთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად "მზიურში" "მზის ფესტივალს" დაესწრო, რომელიც 1-ელ ივნისს ყოველწლიურად იმართება. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ფესტივალის ფარგლებში, "მზიურში" სხვადასხვა გამოფენა დაათვალიერეს, შემდეგ კი პატარებთან ერთად საბავშვო წარმოდგენას უყურეს. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ბავშვებთან ფოტოებიც გადაიღეს.