"გაიცანით კეითლინი!" - კარდაშიანების მამინაცვლის პირველი ფოტოსესია ქალად ტრანსფორმაციის შემდეგ
ტრანსგენდერმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კარდაშიანების მამინაცვალმა ბრიუს ჯენერმა ქალად ტრანსფორმაციის შემდეგ პირველად იპოზიორა Vanity Fair-ისთვის ქალის ჩაცმულობითა და ვარცხნილობით. ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა ენ ლეიბოვიტცმა გადაიღო. "მიწოდეთ კეითლინი!" - სწორედ ასე დაარქვა გამოცემამ ექსკლუზიურ ინტერვიუს კეითლინ ჯენერად ქცეულ ბრიუს ჯენერთან.