loader

10 მოწამლული მოსწავლე და საფრთხის გამო დაცლილი 139-ე სკოლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 მოწამლული მოსწავლე და საფრთხის გამო დაცლილი 139-ე სკოლა

თბილისში, 139-ე საჯარო სკოლაში 10-მდე ბავშვს მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მოწამვლის ნიშნები აღენიშნება 8 ბავშვს, ყველა მათგანი 10 წლის არის. მოწამლული 10 ბავშვიდან 9 ბიჭია. მოწამვლის საფრთხის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის 139-ე სკოლა მთლიანად დაცალეს.

6 ბავშვი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა გაუწიეს. შემთხვევა მუსიკის გაკვეთილზე მოხდა. თავს შეუძლოდ გრძნობდა მასწავლებელიც.

139-ე სკოლაში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლაში სამართალდამცველები და სპეციალისტები მუშაობდნენ.