ჩოხაში გამოწყობილი ტიმატი ხანჯლით ხელში - რუსი რეპერი ქართველ მსმენელს ქართულად მიმართავს
რეპერი ტიმატი L'One-თან ერთად დღეს, 4 ივნისს სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს. იქამდე კი რუსმა რეპერმა "ინსტაგრამზე" ვიდეო განათავსა, სადაც ჩოხაში გამოწყობილი, ხანჯლით ხელში ქართველ მსმენელს ქართულად მიმართავს და კონცერტზე ეპატიჟება.