გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს "ცილისწამებად" აფასებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბანკის მისამართით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს "ცილისწამებად" აფასებს. როგორც ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, განცხადებები, რომლებიც საზოგადოებას ეროვნული ბანკის საკითხზე ბოლო პერიოდში ესმის, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობა.
მისივე აზრით, დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების თემაზე; ასევე, ინვესტიციების, ტურიზმის, ექსპორტის წახალისების და კონკრეტული პრობლემების მოგვარების საკითხზე.