loader

გიორგი ოქროპირიძის დასჯის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ოქროპირიძის დასჯის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

"მრგვალ ბაღში" გიორგი ოქროპირიძის დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს.
მათი მოთხოვნაა მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების ნაცვლად მოსამართლემ მიიღოს. ამ მოთხოვნასათან დაკავშირებით, აქციის მონაწილეებმა დღესვე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც შესაბამის სტრუქტურებში გადააგზავნიან.

მოკლული ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ ორი დღის წინ მთავარ პროკურატურას მიმართა, ყველა ღონე იხმაროს, რათა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დატოვოს.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.