loader

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მქონე ქალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მქონე ქალი

ენი ჰოკინს-ტერნერისთვის დიდ მკერდს ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანია.

მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდის მქონე გინესის რეკორდების წიგნის რეკორდსმენმა 52 წლის ენი ჰოკინს-ტერნერმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ბავშვობიდან დასცინოდნენ. ის შოუ This Morning-ში მიიწვიეს.

"როდესაც სახლიდან გავდივარ იმაზე ვფიქრობ, დღეს ვინ დამცინებს, ყოველდღე უმიზეზოდ მამცირებენ", - ყვება ენი.

ენი ჰოკინს-ტერნერი ფულს მოდელობით შოულობს. მისი ფსევდონიმი ნორმა სტიცია.

ენი იხსენებს, რომ პირველად ბიუსტჰალტერი 10 წლის ასაკში მოირგო. "არ მახსოვს, რა ზომის, მაგრამ ძალიან დიდი იყო, მკერდი ფეხბურთის ბურთების ზომის მქონდა, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ყველას არ ვგავდი".

ენის მეუღლე 6 წლის წინ გარდაეცვალა: "მას ვუყვარდი. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა".

მიუხედავად იმისა, რომ დიდი მკერდი უამრავ პრობლემას უქმნის, ენი მის დაპატარავებაზე არც კი ფიქრობს.

"ოპერაცია არ მჭირდება, ძლიერი ზურგი მაქვს და არ მტკივა, მკერდი ხელს არ მიშლის", - აცხადებს ის.