ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის პრინცს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის პრინცს, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაური და საუდის არაბეთის პრინცი ქართული ნაციონალური ბალეტის - "სუხიშვილების" კონცერტს დაესწრნენ, რომელიც მაღალი რანგის სტუმრის პატივსაცემად გაიმართა.
საუდის არაბეთის სამეფოს დამაარსებლისა და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზიზ ალ საუდის შთამომავალი თბილისს პრემიერ-მინისტრის მოწვევით ეწვია და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გაეცნო. პრინცის ერთდღიანი ვიზიტი დასრულდა. მაღალი რანგის სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილეს.