ხმაური პარლამენტში: გოგორიშვილმა უმრავლესობას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის უსაყვედურა
შელაპარაკება საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომის დასრულებისთანავე დაიწყო. ვითარების განსამუხტად პროცესებში მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო - ამის შესახებ "კურიერი" იუწყება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა, უმრავლესობის დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის უსაყვედურა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე კი სხდომაზე მმართველი გუნდის უკმაყოფილება დეპუტატის მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია. უმცირესობის წევრი დროის გაწელვაში დაადანაშაულეს.