loader

საცობები თბილისში: სააკაძის მოედანზე, ვახუშტის ხიდსა და სანაპიროზე მოძრაობა გართულებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საცობები თბილისში: სააკაძის მოედანზე, ვახუშტის ხიდსა და სანაპიროზე მოძრაობა გართულებულია

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა, რის გამოც დღეს დილიდან ქალაქში მოძრაობა გართულებულია. საცობებია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სააკაძის მოედანზე, ვახუშტის ხიდსა და პეკინის ქუჩაზე.

გმირთა მოედანსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გაიხსნება. როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ განუცხადა, დღეს საღამოს შესაძლებელია, რომ მოძრაობა აღდგეს გმირთა მოედანზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირიდან პანდუსის მიმართულებით მონაკვეთზე, ასევე კოსტავას გამზირზე ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიასთან.

ავტორი: გიორგი შეყილაძე

იხილეთ: რომელ ქუჩებზეა შეზღუდული მოძრაობა - გრაფიკული გამოსახულება