loader

ღრუბლებში იდუმალებით მოცული სინათლის სვეტი თვითმხილველმა დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღრუბლებში იდუმალებით მოცული სინათლის სვეტი თვითმხილველმა დააფიქსირა

12 ივნისს აშშ-ის მცხოვრებმა ინდიანას შტატის თავზე, ღრუბლებში უჩვეულო ნათება გადაიღო. თვითმხილველი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოვლენა სისტემა HAARP-ის გამოყენების შედეგად წარმოიქმნა.

HAARP - ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი პროექტია, რომელიც იონოსფეროებს და პოლარულ ციალებს იკვლევს. შეთქმულების თეორიის მომხრეები თვლიან, რომ სისტემა გამოიყენება როგორც კლიმატური იარაღი, რომლის დახმარებით სამხედროები გვალვას, ქარიშხლებსა და სხვა სტიქიურ უბედურებებს იწვევენ.

ბლოგერი სკორ უორინგი დარწმუნებულია, რომ მამაკაცმა ღრუბლებში შენიღბული უცხო პლანეტის საფრენი აპარატი გადაიღო. თავის მხრივ, მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა ელვის გამო, ელექტრული ველის ცვლილების პასუხად, წყლის დამუხტული ნაწილაკების მოძრაობით არის გამოწვეული.