loader

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გრძელდება

იმედი მაქვს, ღმერთი გადმომხედავს და ეს ნაფიცები მაინც ადვილად გამოიტანენ დამნაშავისთვის საკადრის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძისთვის ნაფიცების შერჩევის პროცესის დაწყებამდე მოკლული ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ განაცხადა.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და, მხარეების გარდა, მხოლოდ მოკლულის დედა ესწრება. როგორც პროცესის დაწყებამდე ოქროპირიძის ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს 27 კანდიდატიდან მოხდება ნაფიცი მსაჯულების შერჩევა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროცესის მეორე ეტაპზე განხილვას, სავარაუდოდ, ორი თვე დასჭირდება. რაც შეეხება ოქროპირიძისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას, მას შემდეგ, რაც პირველ ეტაპზე ნაფიცებმა ვერდიქტი ვერ მიიღეს, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს იყო ხელოვნურად წარდგენილი ბრალი, რათა გიორგი ოქროპირიძისთვის 9-თვიანი პატიმრობის ვადა გაეგრძელებინათ. ამასთან, მისი თქმით, ბრალდებული შიმშილობდა, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, შეწყვიტა თუ არა პროტესტის ეს ფორმა გიორგი ოქროპირიძემ.