ავარია "დინამოს" სტადიონთან: "მერსედესი" ყვითელ ავტობუსს შეეჯახა
წერელის გამზირზე, "დინამოს" სტადიონთან, "მერსედესის" მარკის ავტომობილი ყვითელ ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ავარიის შედეგად მცირე დაზიანება მიიღო. თვითმხილველთა თქმითვე, შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ავტორი: ბექა მშვილდაძე
ავტორი: ბექა მშვილდაძე