loader

პაემანზე მისული 15 წლის რუსი გოგონა გააშიშვლეს, სცემეს და თმა დაუწვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაემანზე მისული 15 წლის რუსი გოგონა გააშიშვლეს, სცემეს და თმა დაუწვეს

რუსეთში სკოლის მოსწავლე მიტოვებულ შენობაში შეიტყუეს და ბიჭთან მიმოწერით აშანტაჟებდნენ, ბოლოს კი სასტიკად სცემეს და დაამცირეს. 15 წლის სოლნეჩნოგორსკელი ალინა პაემანზე თანაკლასელმა არტიომმა დაპატიჟა. ამ დროისთვის მოზარდებმა ინტერნეტში მიმოწერისას ინტიმურ თემებზე საუბარი მოასწრეს. შეხვედრა ქალაქის ცენტრალურ პარკში, მიტოვებულ ორსართულიან შენობაში დათქვეს, მაგრამ პაემანზე არტიომმა ორი მეგობარი გოგონა მიიყვანა, - წერს რუსული გამოცემა kp.ru

18 წლის ნადია ალინას დაემუქრა, რომ არტიომთან მის გულახდილ მიმოწერას გამოაქვეყნებდა, თუ გოგონა სექსს არ დათანხმდებოდა. ალინამ უარი თქვა. მაშინ გოგონებმა მას 10 000 რუბლის გადახდა მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც ალინამ ისევ უარი თქვა, საცვლებამდე გააშიშვლეს და სცემეს.

ნადია გოგონას წიხლებს ურტყამდა, თმით ათრევდა და თმაზე სანთებელით ცეცხლიც კი მოუკიდა. ამ ისტორიის კიდევ ერთი 13 წლის ფიგურანტი ყველაფერს კამერით იღებდა. დამცირების შემდეგ ალინა სახლში დაბრუნდა და იმდენად შეშინებული იყო, მშობლებისთვის არაფერი უთქვამს. იმავე საღამოს ვიდეო youtube-ზე გამოქვეყნდა, რის შემდეგაც საქმით სამართალდამცველები დაინტერესდნენ.