loader

ძველ თბილისში ახალი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძველ თბილისში ახალი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

ბუტიკის ტიპის ახალი სასტუმრო თბილისში. ორთაჭალაში, გორგასლის 9 ნომერში "აკორდ გრუპმა" 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" გახსნა. ცერემონიის მედიამხარდამჭერი და თანაორგანიზატორი გაზეთი "Georgian journal" იყო. სასტუმროს პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, "აკორდ გრუპის" ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას გაზეთ "Georgian journal"-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე უძღვებოდა.

სასტუმრო "მერკური" 108-ნომრიანია. პირველ სართულზე რესტორანი old town არის განთავსებული, რომელიც მყუდრო და კომფორტულ გარემოში ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს სტუმრებს. შენობის ბოლო სართულზე ღია ბარი-ტერასა მდებარეობს. ღონისძიების ბოლოს სტუმრებისთვის "მერკურისა" და "Georgian journal"-ისგან დაწესებული პრიზები გათამაშდა.

ავტორები: თეა ბითაძე, გიორგი შეყილაძე