"ზოლიანი რეისი" - მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ველომარათონში მიიღო მონაწილეობა
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ტელნიაშკებიან ველომარათონში" მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოდესაში 5 ივლისს გაიმართა. ამის შესახებ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-ზე ვიდეოც გაავრცელა. მისი თქმით, ველომარათონის ჩატარებას უამინდობამაც კი ვერ შეუშალა ხელი. "ჩვენ ოდესის გზებზე ველორბოლა მოვაწყეთ და გზად ძალიან ბევრ მომღიმარ ოდესელს შევხვდით", - დაწერა სააკაშვილმა.