ანჯელინა ჯოლი იმპერატორ ეკატერინე II-ის როლს შეასრულებს
ანჯელინა ჯოლი ახალ დრამაში რუსეთის იმპერატორის, ეკატერინა დიდის როლის შესრულებას აპირებს. გამოცემა The Daily Mail-ის ინფორმაციით, ოსკაროსანმა მსახიობმა ბრიტანელი ისტორიკოსის, საიმონ საბაგ-მონტეფიორეს ბესტსელერის ეკრანიზაციის უფლება შეისყიდა. საბაგ-მონტეფიორეს წიგნი იმპერატორისა და მისი ფავორიტის, გრიგორი პოტიომკინის სასიყვარულო ურთიერთობაზე და მათ "საიდუმლო" ქორწინებაზე მოგვითხრობს.