loader

სოფელ გლდანში მომხდარი ავარიის შემზარავი კადრები: დაღუპულია ოთხი 20 წლამდე ახალგაზრდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ გლდანში მომხდარი ავარიის შემზარავი კადრები: დაღუპულია ოთხი 20 წლამდე ახალგაზრდა

სოფელ გლდანში წუხელ მომხდარ ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაშავდა. გარდაცვლილები 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. ავტომობილში, რომელიც ავარიის შემდეგ იმდენად დეფორმირებულია, რომ მისი მარკის ამოცნობაც კი გართულებულია, 7 მგზავრი იჯდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ირაკლი გედენიძე