loader

საქართველოს ჰიმნი ამერიკელი მოხალისეების შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ჰიმნი ამერიკელი მოხალისეების შესრულებით

მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-15 ჯგუფის ფიცის დადების ცერემონია თსუ-ს I კორპუსში გაიმართა. ცერემონიას დაესწრნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მოხალისეთა მასპინძელი ოჯახების წარმომადგენლები. მშვიდობის კორპუსის წევრებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნები შეასრულეს.

მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში 2001 წელს დაიწყო. 2015 წლის მოხალისეთა ჯგუფის ჩათვლით, სხვადასხვა თემაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა.