loader

კმაყოფილი და უკმაყოფილო გულშემატკივრები - როგორ მიმდინარეობს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კმაყოფილი და უკმაყოფილო გულშემატკივრები - როგორ მიმდინარეობს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესი

როგორ მიმდინარეობს სუპერთაის ბილეთების გაყიდვის პროცესი და კმაყოფილი არიან თუ არა გულშემატკივრები ორგანიზებით? - ”პალიტრა ტვ”-ს გადამღებმა ჯგუფმა როგორ კმაყოფილი, ასევე უკმაყოფილო ადამიანები დააფიქსირა.

ვაკის პარკიდან ბილეთების საყიდლად გულშემატკივრები შესვლას 50 კაციან ჯგუფებად ახერხებენ. ჯგუფები წინასწარი სიის მიხედვით არის შედგენილი. მოქალაქეები, რომლებიც სიაში არ არიან, ცოცხალი რიგის საშუალებით ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ. ამის გამო ისინი უკმაყოფლებას გამოთქვამენ.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 09.00 საათიდან მიმდინარეობს. უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიორგი შეყილაძე