loader

ხორგუანი: შსს-მ "ქართული პარტიის" წევრები და კიწმარიშვილის პირადი მძღოლი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხორგუანი: შსს-მ "ქართული პარტიის" წევრები და კიწმარიშვილის პირადი მძღოლი დააკავა

დღეს, 30 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული პარტიის" ორი წევრი, პარტიისა და ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლები და ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლი დააკავა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან გოჩა ლიჩელი, თეიმურაზ ელყანიშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი, ლერი ბერიტაშვილი და გოჩა ჩიხლაძე.
მისივე განცხადებით, დაკავებულებიდან ორი "ქართული პარტიის" წევრია, თეიმურაზ ელყანიშვილი პარტიის პოლიტიკური მდივნის, ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლია და "ქართულ პარტიაში" ორი კვირაა მუშაობს. პარტიის მძღოლია ბესიკ ბერიტაშვილიც, გოჩა ჩიხლაძე კი ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლია.

სოფო ხორგუანმა ასევე აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა გორის რაიონის სოფელ ტყვიავშიც, სადაც ასევე დაკავებულია ორი პირი გიგა გიგუაშვილი და თამაზ ოდიაშვილი.
ხორგუანის თქმით, მათი დაკავების მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ "ქართული პარტიის" წევრები არიან, ან ნაცნობობა აკავშირებთ ირაკლი ოქრუაშვილთან.
დღევანდელ პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ დაკავებული თემურ ელყანიშვილის მამიდა ნორა ელყანიშვილი და ასევე ბესიკ ბერიტაშვილის მეუღლე თამარ ბერიტაშვილი, რომელთაც სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენეს.

ნორა ელყანაშვილის თქმით, სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა ის გარეთ გაიყვანეს, სახლის კარი ჩაუკეტეს. როდესაც ელყანაშვილმა სახლში დაბრუნება მოახერხა, სამარათალდამცველებმა ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები აჩვენეს.