loader

შსს-მ დააკავა პირები, რომლებმაც "ჯეოსელს", "მაგთის" და "ბილაინს" 95 000 ლარის ზარალი მიაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ დააკავა პირები, რომლებმაც "ჯეოსელს", "მაგთის" და "ბილაინს" 95 000 ლარის ზარალი მიაყენეს

თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული შერიფ ბ. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულზე საქართველოს მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს ბრალი წაუყენეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შერიფ ბ-მ და გიორგი ბ-მ კომპიუტერული მოწყობილობა, ე.წ. სიმ-ბოქსი შეიძინეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები ათავსებდნენ შპს "ჯეოსელის", შპს "მაგთიკომის" და შპს "ბილაინის" სიმ-ბარათებს. სიმ-ბარათების მეშვეობით ინტერნეტტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა, ანუ ლოკალური ზარი. ბრალდებულებმა "ჯეოსელს", "მაგთიკომს" და "ბილაინს" ჯამში 95 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს.