”პარაზიტებივით გვწოვენ სისხლს” - მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვით იმუქრებიან
თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მძღოლები აცხადებენ, რომ მათი ხარჯი იზრდება, მაშინ, როდესაც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" იჯარის გადასახადს არ უკლებს და დაზღვევაც პირველივე თვეებიდან გააუქმა. მათი თქმით, ხარჯი განსაკუთრებით იმატებს ზაფხულის პერიოდში, როცა მგზავრთა ნაკადი ნაკლებია, მძღოლებს კი კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებენ. მათი მტკიცებით, კონდიციონერი საწვავის ხარჯს 15-20 ლარით ზრდის, როდესაც კომპანიამ მხოლოდ 2-3 ლარით დაუკლო მოსაკრებელი.
ავტორი: ნინო ჩიჩუა
ავტორი: ნინო ჩიჩუა