loader

"ყ.. ხარ" - ამ ვიდეოთი გამოეხმაურა თინა მახარაძე გურანდა გაბუნიას კომენტარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყ.. ხარ" - ამ ვიდეოთი გამოეხმაურა თინა მახარაძე გურანდა გაბუნიას კომენტარს

"საბედისწერო შეცდომა, რომელიც გურანდას ფასად დამიჯდა", - ამ კომენტარით აქვეყნებს თინა მახარაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ამ მონაკვეთს სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", რითაც ეხმაურება გურანდა გაბუნიას კომენტარს. შეგახსენებთ, გაბუნიამ ჯაჯანიძის შოუში სტუმრობისას აღნიშნა, რომ სერიალიდან მისი შვილიშვილის როლის შემსრულებლის გამო წამოვიდა.

"მე არ მესმის, როდესაც ქალი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლებსაც კაცი რომ იძახის, იმას ვერ იტანს ვერავინ და ამ დროს ქალი იძახის, თან ჩემი შვილიშვილია. მე ვუთხარი, მე მივდივარ სერიალიდან, ნახვამდის, მე აღარ მინდა თქვენთან მუშაობა", - აღნიშნა გაბუნიამ ჯაჯანიძის შოუში.

იხილეთ: "როცა ქალი ცუდ სიტყვას ამბობს, ამაზრზენია" - გურანდა გაბუნიამ "ჩემი ცოლის დაქალები" თინა მახარაძის გამო დატოვა