ბარაკ ობამა მამის სამშობლოში - პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი კენიაში
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, წინაპრების სამშობლოში - კენიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ნაირობის აეროპორტში ჩასულ ობამას კენიის პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დახვდნენ. მათთან ერთად აეროპორტში პრეზიდენტის ნახევარდა - აუმა იმყოფებოდა. ობამას ვიზიტის ერთ-ერთ მთავარი გზავნილი აღმოსავლეთ აფრიკაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.