გენერალმა კაპანაძემ ჯარისკაცებთან და ჟურნალისტებთან ერთად რაგბი ითამაშა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად რაგბი და კალათბურთი ითამაშა. ამხანაგურ მატჩებს შვილთან - სანდრო უსუფაშვილთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჟურნალისტებთან ერთად უკვე მეოთხე დღეა დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზებზე ცხოვრობს. მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობიან; ამასთან, მედიასთან ერთად სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონაწილეობენ.