loader

"კოკინაკისმა შენი შეყვარებული "იხმარა" - ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა კორტზე მეტოქე ამ სიტყვებით დაამცირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კოკინაკისმა შენი შეყვარებული "იხმარა" - ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა კორტზე მეტოქე ამ სიტყვებით დაამცირა

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კიროსმა ჩოგბურთის მატჩის მიმდინარეობის დროს მეტოქეს, შვეიცარიელ სტენ ვავრინკას ამცნო, რომ შეყვარებული სხვასთან ღალატობდა. "კოკინაკისმა (19 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი) შენი შეყვარებული "იხმარა". სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს", - ასე მიაძახა შუა მატჩის დროს ნიკმა სტენს.

მოგვიანებით მან სახალხოდ მოიხადა ბოდიში, თუმცა უხამსი რეპლიკისთვის 6,500 ფუნტით დაჯარიმდა. ჩოგბურთის ასოციაციის განცხადებით, საქმის ირგვლივ უკვე დაიწყო გამოძიება, რაც შესაძლოა გაზრდილ ფულად ჯარიმამდე ან ასოციაციის მატჩებიდან ჩოგბურთელის დისკვალიფიკაციამდე მივიდეს.