მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ომალოში ჩარჩენილი 620 ადამიანი მაშველებმა ჩამოიყვანეს
შსს-ს მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი და ადგილობრივი უვნებლად ჩამოიყვანეს. ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.
23 აგვისტოს, გამთენიისას, დაიწყო სამაშველო ღონისძიება ომალოში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. სამინისტროს ცნობით, სამაშველო ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.