პრემიერი, პრეზიდენტი და ასობით სტუმარი კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე
ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არა თვითნებურად, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ხალხთან დიალოგით იქნება მიღებული.