აზერბაიჯანული ქორწილის ოპერატორი გადაღების დროს სარისკო ტრიუკებს აკეთებს
ბაქოში, ახალდაქორწინებულთა კორტეჟის გადაღებისას ოპერატორმა უჩვეულო ოსტატობა გამოიჩინა. იგი Opel-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა და ახალდაქორწინებულების მოძრავ ავტომობილს საოცარი თავგანწირვით იღებდა. ერთ ადგილას ოპერატორი კარის საყრდენს ფეხებით მოეჭიდა და კარგი კადრისთვის ლამის სიცოცხლე გარისკა.