loader

დაჭრილი ლევან გვაზავას მეუღლე - მოდელი ნინო ორდენიძე და ახლობლები საავადმყოფოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჭრილი ლევან გვაზავას მეუღლე - მოდელი ნინო ორდენიძე და ახლობლები საავადმყოფოსთან

ოქროყანაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილ ლევან გვაზავას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში სახის არეში ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, კერძოდ, სახის ძვლების ოსტეოსინთეზი. ამჟამად პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. საუნივერსიტეტო კლინიკასთან გვაზავას მეუღლე მოდელი ნინო ორდენიძე და ოჯახის ახლობლები იმყოფებიან.

ლევან გვაზავას ახლობლები თავდასხმის ვერსიას გამორიცხავენ და თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ. როგორც ახლობლებლებმა განაცხადეს, გვაზავამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც საკუთარი იარაღის შემთხვევით გავარდნას მისი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა.

იხილეთ: კადრები ოქროყანიდან, სადაც მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე დაიჭრა, მისი დეიდაშვილი კი დაიღუპა