"ოცნების" ახალი მაჟორიტარები: საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და დიპლომატი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატები წარადგინა. მარტვილში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი იქნება დიპლომატი სოსო დანელია, ხოლო საგარეჯოში - საია-ს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.