loader

კიევში დემონსტრანტებმა რადას შენობაში შტურმით შესვლა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში დემონსტრანტებმა რადას შენობაში შტურმით შესვლა სცადეს

კიევში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება ცრემლსადენი გაზით შეძლეს. უკრაინული მედიის ცნობით, აქტივისტებმა პოლიციას ჯოხები დაუშინეს, მოგვიანებით კი ყუმბარები ააფეთქეს.

რადაში დეპუტატები აღმოსავლეთ რეგიონისათვის უფრო მეტი ავტონომიის მინიჭების საკითხზე მსჯელობდნენ. რადას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც დეცენტრალიზაციის საკითხს ეხება. სხდომის დაწყებამდე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება თავად დეპუტატების ნაწილმაც გააპროტესტა. დახლოებით 50-მა პარლამენტარმა პრეზიდიუმის ბლოკირება მოახდინა, რის გამოც სესია დაგვიანებით დაიწყო.