loader

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტების გასწორება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტების გასწორება დაიწყო

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტების გასწორება დაიწყო.

ტესტების გასწორების პროცესს დღეს, 5 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნო. ის სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უშუალოდ გამსწორებლებს შეხვდა. ამის შემდეგ კი, ჟურნალისტებთან საგამოცდო ნაშრომების გასწორების სისტემის და კომისიის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ისაუბრა.
მიმინოშვილის განცხადებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სპეციალისტი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ასწორებს, პროცესი ანონიმურად მიმდინარეობს, ანუ გამსწორებელმა არ იცის აბიტურიენტის სახელი და გვარი, ვის ტესტსაც ასწორებს და გარდა ამისა, არ იცის წინა გამსწორებლის ვინაობა ვის ხელშიც ტესტმა მასთან მისვლამდე გაიარა.

თითოეული ტესტი დავალებების რაოდენობის მიხედვით რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანს მინიმუმ 2 გამსწორებელი ასწორებს.
გარკვეული სავარჯიშოები, რომლებსაც აბიტურიენტებმა შემოხაზვის პრინციპით უპასუხეს, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით სწორდება.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა გამსწორებელთა კორპუსის მაღალკვალიფიციურობა და წლების განმავლობაში დახვეწილი სისტემა, იძლევა იმის გარანტიას, რომ პროცესი მშვიდად და ზუსტად ჩაივლის. მისივე თქმით, წინასწარი შედეგები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებისა უკვე დაახლოებით 1 თვეში გახდება ცნობილი.