loader

პირველი ბურთი შოტლანდიის კარში - ვაკო ყაზაიშვილმა მარცხენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ბურთი შოტლანდიის კარში - ვაკო ყაზაიშვილმა მარცხენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემოპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგ მატჩს შოტლანდიის ნაკრებთან მართავს და მეტოქეს პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური ანგარიშით ამარცხებს - 1:0.

თბილისში, "დინამო "არენაზე" მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა 38-ე წუთზე გახსნა. სტუმართა საჯარომოში ბურთისთვის ბრძოლა ლევან მჭედლიძემ მოიგო და ვაკოს უპასა, რომელმაც მარცხენა ფეხით ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველი ტაიმი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე.