loader

პატრულმა მცხეთის მაგისტრალზე დაკარგული 4 წლის ბავშვი მშობლებს დაუბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრულმა მცხეთის მაგისტრალზე დაკარგული 4 წლის ბავშვი მშობლებს დაუბრუნა

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დაკარგული პატარა ბიჭის საძიებო სამუშაოები მდინარე არაგვში და მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყეს.

საპატრულო ეკიპაჟმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მცხეთაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იპოვა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათ ბიჭი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა, დაუკავშირდნენ მის მშობლებს და დაკარგული ბავშვი მათ უვნებლად ჩააბარეს.